• Ƀ/$

გერმანიაში ელექტროძრავიანი სატვირთოებისთვის ავტობანი გაიხსნა

8 მაისი 16:04 | ტექნოლოგიები

ელექტრომობილების ეპოქაში გერმანიაში ელექტრიფიცირებული სატვირთოებისთვის მცირე ზომის 10 კმ-იანი ტრასა გაიხსნა.

სატვირთოებს ელექტროძარავი აქვთ, მაგრამ არ გააჩნიათ მძლავრი აკუმულატორი და ენერგიას სადენებიდან იღებენ, რაც ტროლეიბისის პრინციპს იმეორებს. სატვირთოებს საკმაოდ სწრაფად 90 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების უფლება ექნებათ. მონაკვეთის დასრულების შემდეგ მათ დიზელის ძრავებით ჩვეულებრივ გზებზეც შეეძლებათ გადასვლა, თუმცა არც ისე დიდი ხნით ევროპაში და კონკრეტულად გერმანიაში გარემოს დაცვის მიზნით შიდაწვისძრავიანი ავტომობილების მიმართ ნელ-ნელა შეზღუდვები შედის ძალაში, განსაკუთრებულ სამიზნეში კი დიზელისძრავიანი ავტომობილებია ამოღებული.


ელექტრომობილი ეკოლოგიურთან ერთად ეკონომიურიცაა. Siemens-ის გამოთვლებით 100 000 კმ-ზე მძროლები $22 000-ის დაზოგვას შეძლებენ.


2020 წელს Tesla ელექტრო სატვირთოს Tesla model semi-ს წარდგენას გეგმავს. 2 წლის წინ პირველი წინასწარი შეკვეთა Wal mart-მა გააკეთა.


მსგავს თემაზე:

Tesla Model Semi-ს გამოცდა წარმატებული აღმოჩნდა


ელექტრომობილების ინდუსტრიაში ავტომწარმოებლები $300 მლრდ-იან ინვესტიციას განახორციელებენ


ირლანდიაში ელექტრომობილების გაყიდვები 541%-ით გაიზარდა


აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვების ზრდის ტემპი შემცირდა



სხვა სიახლეები