• Ƀ/$

თურქული ლირა მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს

9 მაისი 14:35 | ფინანსები

თურქული ლირა მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე $1-ის ღირებულებამ 6.24 ლირას მიაღწია, რაც 2018 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაშვენებელია. 

1 კვირის წინ ლირის კურსი 5.96-ს შეადგენდა, 1 თვის წინ 5.69-ს, წლის დასაწყისში კი 5.28-ს. შესაბამისად ლირა დოლართან მიმართებაში 1 კვირაში 4.7%-ით, 1 თვეში 9.7%-ით, იანვრიდან მოყოლებული კი 18%-ით გაუფასურდა.


ბოლო 3 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც გადატრიალების მცდელობამ ფიასკო განიცადა, თურქეთის პრობლემები სააშკარაოზე გამოვიდა. გადატრიალებასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულთა რაოდენებამ 77 000-ს მიაღწია, რომელთა დიდი ნაწილი უდანაშაულო მსხვერპლს ან პოლიტიკური ანგარიშსწორების ობიექტს წარმოადგენდა, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია მათი წამების შესახებაც. დამატებით 160 000-მა ადამიანმა კი სამსახური დაკარგა.


ანკარა ვაშინგტონს გადატრიალების ორგანიზებაში ბრალდებულ ფეთხულა გიულენის ექსტრადირებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. რუსული საზენიტო-სარაკეტო საშუალებების S400-ების შეძენის გამო, აშშ-ის სენატმა თურქეთს მეხუთე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებლების F35-ების მიყიდვაზე უთხრა უარი.


უკანასკნელი სკანდალის მიზეზი კი 31 მარტის თვიტმართველობის არჩევნების სტამბოლის შედეგების გაუქმება გახდა, რომელშიც დარღვევებისა და ზეწოლის მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენელმა გაიმარჯვა.


პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკასაც დაეტყო. გასულ წელს მშპ-ის ზრდის ტემპი მინუსში გავიდა, ინფლაციამ 20%-ს გადააჭარბა ლირა კი ბოლო 3 წელიწადში 122%-ით 2.80-დან 6.24-მდე გაუფასურდა.


მსგავს თემაზე:

ანკარა–თბილისი–ანკარას მიმართულებით ავიამიმოსვლა დაიწყო


თურქეთის ეკონომიკა რეცესიაშია



სხვა სიახლეები