• Ƀ/$

მაინც რა დაემართა ვენესუელას?

18 მაისი 12:23 | ანალიტიკა

ვენესუელა დღეს უღარიბესი სახელმწიფოა, ინფლაციის განაკვეთი შვიდნიშნა რიცხვს აღწევს, მკვლელობის რაოდენობის არასახარბიელო რეიტინგში კი მესამე ადგილს იკავებს, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო, ქვეყანა კატასტროფამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა. 

ნავთობის დამტკიცებული მარაგების მიხედვით - 301 მლრდ ბარელი, ვენესუელა #1 სახელმწიფოა. მარტივი წარმოსადგენი რომ იყოს, ვენესუელის ნავთობის მარაგი რუსეთის, ირანის, აშშ-ისა და ყატარის მარაგების ჯამურ მაჩვენებელს აღემატება. რა ხდება ამ დროს მოპოვების მხრივ? გასულ წელს ყოველდღიური 2.2 მლნ ბარელით მას მე-11 ადგილი ეკავა, ამჟამად კი 870 ათასი ბარელით 22-ე ადგილს იკავებს და აშშ-ის მაჩვენებელს 15-ჯერ ჩამორჩება.


როგორც ცხრილიდან ჩანს მიუხედავად იმისა რომ ვენესუელის ნავთობის მარაგი 1 სულ მოსახლეზე ყატარისას მცირედით აღემატება შემოსავალი მაინც 13-ჯერ ნაკლები აქვს.


 
  
 შემოსავლებს შორის კონტრასტი უკეთესი აღქმისთვის გრაფიკის გამოყენებაც შესაძლებელია.



10 000 დოლარი, თუნდაც მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, შესაძლოა არც ისე მცირეა, საქართველოს $10 700 აქვს, (ნომინსალური მშპ 2.5-ჯერ მცირეა და $4000-ს მიცრედით აღემატება, რისი განსაზღვრაც ვენესუელაში ადგილობრივი ვალუტის ასტრონომიული სიჩქარით გაუფასურების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია.) მაგრამ ცხოვრების ზოგად დონეს შორის სხვაობა კრიმინალის დონის შედარებისას უფრო თვალში საცემი ხდება. 2018 წელს საქართველოში 100 მკვლელობა მოხდა, ვენესუელის კოეფიციენტის ქონის შემთხვევაში - 57.1 მკვლელობა 100 000 კაცზე, ეს რიცხვი 21-ჯერ მეტი 2113 იქნებოდა.



ვენესუელა ყოველთვის ასეთ მძიმე დღეში არ ყოფილა. 50 წლის წინ 1969 წელს, მისი შემოსავლები 1 სულ მოსახლეზე სინგაპურისა და ირალნდიის მაჩვენებელს აღემატებოდა. დღეს ეს 2 ქვეყანა ათეულშია.


ზემოთ ცხრილში ტყის ფართობის წილიცაა მოცემული, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ერთის მხრივ შესაძლებელია მერქნის გამოყენება, მეორეს მხრივ მწვანე საფარი შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს, რამაც სხვა თანაბარ პირობებში ჯანდაცვის ხარჯები უნდა შეამციროს და სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობაც გაზარდოს მაგრამ ვენესუელაში ადამიანები საშუალოდ 74 წელს ცოცხლობენ რაც იმავე ყატარის მაჩვენებელს 4 და საამიროების მაჩვენებელს 3 წლით ჩამორჩება. ვენესუელაში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი 954 მეტრიანი ანხელიც ჩანჩქერიც, მაგრამ ეს ტურიზმზე საერთოდ არ აისახება და 780 000 ვიზიტორით ის 123-ე ადგილს იკავებს.



ვენესუელას პრობლემები ადრეც ჰქონია, 1980 წლიდან მოყოლებული ინფლაცია ერთნიშნა მხოლოდ 2-ჯერ 1982 და 1983 წელს დაფიქსირდა, მისმა მაჩვენებელმა 1989 წელს 84%, 1996 წელს კი 99% შეადგინა, რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის უდაოდ დიდი თავის ტკივილია, მაგრამ ვენესუელისთვის ეს შასავალი აღმოჩნდა. 2019 წელს მისმა მაჩვენებელმა 2 700 000%-ს მიაღწია. მხოლოდ ბოლო 5 წელიწადში სამომხმარებლო ფასები 330 000 000 000-ჯერ გაიზარდა.


დღეს $1-ის ოფიციალური ღირებულება 5395 ბოლივარია, ეს მაშინ როცა გასული წლის აგვისტოში დენომინაციის შედეგად მას 5 ნული ჩამოშორდა, რომ არა ეს ფასი 539 500 000 იქნებოდა, თუ რეალურ საბაზრო კურსს გავითვალისწინებთ  1 000 000 000-ზე მეტი. ფულს იმდენად აქვს ძალა დაკარგული, რომ მისგან დამზადებული ჩანთები და სუვენირები უფრო ძვირად ფასობს ვიდრე თავად ის ფული. ეკონომიკა ბოლო 4 წელიწადში 55%-ით შემცირდა და 28 წლის წინანდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. რაც ყველაზე დიდი პრობლემაა ვარდნა გრძელდება და როდის დასრულდება წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.



 


მაინც რა დაემართა ვენესუელას?


მაინც რა დაემართა ვენესუელას? 1939-1945 წლებში გერმანიის ეკონომიკა 50%-ით შემცირდა, მაგრამ მან მსოფლიო ომი წააგო და ქვეყანა 4 საოკუპაციო ზონად დაიშალა. 1991-1994 წლებში 70%-იანი ვარდნა განიცადა საქართველოს ეკონომიკამაც, ამ შემთხვევაშიც ფორმაციის ცვლილებას პუტჩი, მხედრიონი და ცხინვალისა და აფხაზეთის ომები დაერთო. მსგავსი რამ ვენესუელაში არ მომხდარა. დაპირისპირების მიუხედავად აშშ-ის მისთვის არ დაურტყავს და რესურსებით მდიდარი ტერიტორია არ მიუტაცებია არც 1.5 მლნ ადამიანი გამხდარა საკუთარ ქვეყანაში დევნილი. არც მთავრობა დაუმხია ვინმეს იარაღის ძალით, არც ვეზუვი ამოფრქვეულა, და არც მეტეორი დასცემია კარაკასს. მაშ რა მოხდა? ყველაფერი არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა.


პოპულისტი უგო ჩავესი ვენესუელის პრეზიდენტი 1999 წელს გახდა. მან საერთაშორისო კომპანიები, ქვეყნიდან გააძევა და მათი ქონების ნაციონალიზაცია მოახდინა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა და მშპ ორნიშნა მაჩვენებლით იზრდებოდა, ამის მიზეზი კი ნავთობზე ფასების ზრდა გახდა. დღევანდელი კურსით 1999-2008 წლებში ნავთობის ფასი 580%-ით $24-დან $163-მდე გაიზარდა. 2009 წელს ვარდნა ხანმოკლე აღმოჩნდა, 2014 წლიდან კი მან ტენდენციის ხასიათი მიიღო. ყოველივე ეს  ქვეყნის ეკონომიკაზე პირდაპირკვადრატულპროპორციულად აისახა, მაგრამ ის ამას ვერ მოსწრო, რადგან 2013 წელს სიმსივნის გამო გარდაიცვალა. ეკონომიკა თავზე მის მემკვიდრეს ნიკოლას მადუროს ჩამოემხო, რომელსაც ჩავესისგან განხვავებით ქარიზმა და მოსახლეობის მხარდაჭერაც არ გააჩნია.



ერთადერთი ძალა რის გამოც მადურო ძალაუფლებას ინარჩუნებს ეს რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური მახრადაჭერაა. რუსეთმა ვენესუალას სესხის სახით $17 მლრდ მისცა. ეს პატარა თანხა არაა, მაგრამ რუსეთისთვის საკუთარი მშპ-ს 1.5% ძალიან ბევრიც არაა, თანაც რეალურად ხელისუფლების ცვლილებისა და ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში სესხის დაბრუნება გაცილებით უფრო რეალისტურად გამოიყურება ვიდრე მადუროს პირობებში. მაგრამ რუსეთი არა ამ $17 მლრდ-ზე არამედ თავის პრესტიჟზე ფიქრობს. მას სურს, რომ გავლენა, თანაც რაც შეიძლება მეტი აშშ-ის კონტინეტზეც გააჩნდეს.


ვენესუელა ერთ-ერთია იმ 5 სახელმწიფოდან რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. არათუ სოხუმი, კარაკასში მოსახლეობის უმრავლესობას, დღესაც, აღიარებიდან 10 წლის შემდეგ თბილისიც არ გაუგია. ზედმეტია ლაპარაკი რაიმე ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღიარებით მხოლოდ მოსკოვის დავალება შესრულდა.


საერთაშორისო თანამეგრობა მადუროს ლეგიტიმაციას აღარ ცნობს და მის ნაცვლად დროებით პრეზიდენტად პარლამენტის სპიკერს, ხუან გუაიოდოს აღიარებს, მაგრამ რადგან მადუროს მხარს მოსკოვი უჭერს და ადგილობრივი სამხედროების დიდი ნაწილიც ერთგულობს, ისინი ვინც ნავთობის ბიზნესის წილში გადიან, მადურო ჯერჯერობით ძალაუფლებას ინარჩუნებს და მომიტინგეებს ჟავშანტრანსპორტიორით სრესს.ბოლო 1 წელიწადში რამდენიმე ასეული ადამიანი იქნა მოკლული მიტინგებზე. კიდევ რამდენ ხანს გასტანს მისი მმართველობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე დათანხმდება თუ არა ტრამპი სამხედრო ოპერაციას.



 


ვენესუელა გამონაკლისია?


ვენესუელა გამონაკლისია, რომელიც სოციალიზმმა კატასტროფის პირას მიიყვანა? არა. სამხედრო ძლევამოსილების მიუხედავად 1989 წელს 290 მლნ-იანი სსრკ-ს მშპ $2.66 ტრლნ-ს შეადგენდა, 250 მლნ-იანი აშშ-ის მშპ კი $5.23 ტრლნ-ს ანუ 96%-ით მეტს. დღეს ევროპაში ყველაზე ღარიბ სახელმწიფოებად უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ბოსნია და სერბეთი მიიჩნევა. ევროკავშირის ყველაზე ღარიბ სახელმწიფოებად ბულგარეთი და რუმინეთი. ამ 9 სახელმწიფოს კომუნისტური წარსული აერთიანებს. ვენესუელის ერთ-ერთი მოკავშირე ნიკარაგუაშიც სოციალიზმია და შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 20%-ით უფრო ნაკლებია ვიდრე 40 წლის წინ. 1978 წელს ჩინეთში დენ სიაო პინის მოსვლამდე ქვეყანა უფრო ღარიბი იყო ვიდრე ჩადი, რუანდა და სიერა-ლეონე, შემდეგ კი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაიწყო.



თუმცა ორ სისტემას შორის შედარებისთვის სულაც არაა აუცილებელი გრაფიკებისა და ტერმინების მოშველიება. ეს სატელიტური ფოტო ყველაფერს ამბობს. თუ სტატისტიკა მაინც ასე მნიშვნელოვანია შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე სამხეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეის მაჩვენებელს 24-ჯერ აღემატება.



 


შვედეთშიც ხომ სოციალიზმია?


შვედეთშიც ხომ სოციალიზმია? შვედეთში სოციალიზმი თავისი კლასიკური ფორმით არ არსებობს. კერძო საკუთრება აკრძალული არ არის, თუმცა გადასახადები და სოციალური ხარჯები საკმაოდ მაღალია, რამაც ეკონომიკურ განვითარებაზე მაინც იქონია გავლენა. 1970 წელს შვედეთში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე ირლანდიის მაჩვენებელს 2.13-ჯერ აღემატებოდა. 2017 წელს კი ირლანდიის მაჩვენებელი  შვედეთის მაჩვენებელს 1.31-ჯერ აჭარბებდა. 47 წელიწადში შვედეთში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 2.14-ჯერ $26 460-დან $56 600-მდე გაიზარდა, ხოლო ირლანდიის 5.99-ჯერ $12 430-დან $74 500-მდე. მთელს ამ პერიოდში არც შვედეთი დაუპყრია ვინმეს და არც ირლანდიას აღმოუჩენია ოქროს საბადო. მათ უბრალოდ ქვეყნის სამართავად სხვადასხვა ეკონომიკური მოდელი აირჩიეს. 



მსგავს თემაზე:

"წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა" - ვინ აღიარა ცხინვალი და აფხაზეთი


სიღატაკე და დიქტატურა ლათინურ ამერიკაში


მადურომ საზღვარი ბრაზილიასთანაც ჩაკეტა


ვენესუელის პარლამენტი ქვეყნიდან რუსი სამხედროების გაყვანას უშედეგოდ ითხოვს



სხვა სიახლეები