• Ƀ/$

ექსპორტი 17,9%–ით გაიზარდა

13 მაისი 16:05 | ეკონომიკა

საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-აპრილში $3.860 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.3%-ით მეტია. ექსპორტი $1.133 მლრდ 17.9%-ით მეტი, ხოლო იმპორტი $2.727 მლრდ 3.1%-ით ნაკლებია. 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-აპრილში $1.593 მლრდ და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3% შეადგინა.


რაც შეეხება უშუალოდ აპრილს, აპრილში ექსპორტზე $307 მლნ-ს პროდუქცია გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 34%-ით აღემატება. ხოლო იმპორტი უმნიშვნელოდ, 0.5%-ით $731 მლნ-მდე შემცირდა.


საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 20 მაისს გამოაქვეყნებს.


სხვა სიახლეები