• Ƀ/$

ენგურჰესი საპროექტო სიმძლავრეზე გავა

13 მაისი 18:20 | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ენგურჰესი მოინახულა და მისი საპროექტო სიმძლავრეზე გასვლის პირობა დადო.

„ჩვენ გვაქვს გეგმა, აქტიური ტემპით გავაგრძელოთ ენგურვარდნილის კასკადის რეაბილიტაცია. პირველი ეტაპი 2016 წელს დასრულდა, ახლა დაგეგმილი გვაქვს და ვიწყებთ კვლევას, რომ ენგურვარდნილი გავიყვანოთ მთლიანად თავის დადგმულ საპროექტო სიმძლავრეზე, ისე, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ჯერ კიდევ წინა საუკუნის 70-იან წლებში - 1640 მეგავატი“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც 13 მაისს ენგურჰესი პირადად დაათვალიერა, კერძოდ, თაღოვანი კაშხალი და მისი მიმდებარე ტერიტორია. მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბარნატორ ალექსანდრე მოწერელიასა და "ენგურჰესის" დირექტორთან ლევან მებონიასთან ერთად ადგილზე გაეცნო ენგურჰესის მუშაობას.


ნათია თურნავას ინფორმაციით, პირვანდელი სახით აღდგება მთლიანად ენგურვარდნილის კასკადი. „ამისთვის ვიწყებთ კონკრეტულ სამუშაოებს, ეს არის მართლაც ისტორიული მომენტი, ენერგეტიკოსების ბევრი თაობის ნატვრა - ენგურვარდნილის კასკადი აღდგეს თავისი პირვანდელი ფორმით და მოემსახუროს სრულიად საქართველოს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


ვარდნილიჰესის კასკადი ოთხი ჰესისაგან შედგება. მათ შორის ერთი მუშა მდგომარეობაშია, #1,2 და 3 კი გაძარცულ მდგომარეობაში. თითოეული მათგანის დადგმული სიმძლავრე იყო 40 მგვტ. თითო სადგურში ორი აგრეგატი იყო, 20 მგვტ სიმძლავრით. სამივე სადგურის დადგმული სიმძლავრე იყო 120 მგვტ და საპროექტო გამომუშავება შეადგენდა 390 მლნკვტ.სთ-ს. აღნიშნული ჰესები განთავსებულია აფხაზეთში. 1990 -იან წლებში სამივე სადგური სრულად იქნა გაძაცული. სამივე ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 80 -85 მლნ დოლარს (ღირებულება დაზუსტდება პროექტრების სტადიაზე).


საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც  ენგურჰესზე 2018-2021 წლებში დამასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას ითვალისწინებს.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება ენგურის სადაწნეო გვირაბის რეაბილიტაცია, ჰიდრომექანიკური და ელექტრომექანიკური სამუშაოები, ასევე ენგურის წყალსაცავიდან დანალექი მასების ამოღება.


ენეგურჰესი საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია. მისი მშენებლობა 1961 წელს დაიწყო და 1978 წელს დასრულდა, ჰესის სიმძლავრე 1300 მეგავატია.2018 წელს მან 4.02 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც მთლიანი გენერაციის 33.1%-ს შეადგენს. ენგურჰესი დღემდე რჩება ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგების ერთადერთ წყაროდ.


მსგავს თემაზე:

ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონი ევრო გამოიყო


მზის პანელების ფასები მცირდება - წარმოება იზრდება


ენგურს გადაღმა – ქართველი ენერგეტიკოსების გმირობა


უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მლნ ლარი გამოიყო


ნათია თურნავა: აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება საქართველოს სუვერენული ინტერესია



სხვა სიახლეები