• Ƀ/$

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის მშენებლებს აშშ სანქციებს უმზადებს

14 მაისი 12:47 | ეკონომიკა

ამერიკელმა სენატორებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელმაც შესაძლოა გაართულოს, ან სულაც ჩაშალოს რუსეთ–გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მშენებლობა.

დოკუმენტის თანახმად, რომელიც რესპუბლიკელმა ტედ კრუზმა და დემოკრატმა ჯინ შახინმა შეიმუშავეს, სანქციები ევროპულ ხომალდებს დაუწესდება, რომელთა მეშვეობით ბალტიის ზღვის ფსკერზე მილსადნის გაყვანა ხორციელდება.


ამის შესახებ ჟურნალი Foreign Policy დოკუმენტის ასლზე დაყრდნობით წერს.


გამოცემის ინფორმაციით, სანქციები იმ კომპანიებს დაუწესდება, რომლებიც რუსული ენერგეტიკული პროექტებისთვის ღრმაწყლოვან მილსადენებს აშენებენ. სანქციების უშუალო სამიზნეები გახდება ხომალდები, რომლებიც გაზსადენის მილებს აწყობენ ზღვის ფსკერზე. ეს ხომალდები „ტექნოლოგიურ ნოუ–ჰაუს იყენებენ, როლმებიც დასავლურ ენერგოკომპანიებს აქვთ და არ გააჩნია რუსეთს“, – განმარტავენ სენატორები.


ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი ევრაზიის ენერგეტიკულ საკითხებში აგნია გრიგასი Foreign Policy–სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ „ეს მცირეთაგან ერთ–ერთი დარგია, რომელშიც „გაზპრომს“ ტექნიკური ცოდნა და ტექნოლოგიები არ ყოფნის მილსადენების მშენებლობისთვის“.


ირანის მაგალითზე


მაღალჩინოსანმა რესპუბლიკელმა, რომელიც დოკუმენტს იცნობს, გამოცემასთან კომენტარში მიანიშნა, რომ სანქციების კანონპროექტი აშშ–ის მიერ მანამდე ირანის ნავთობის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მაგალითზეა შემუშავებული.


კანონპროექტის თანახმად, პირები, რომლებიც აწარმოებენ, ან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–სთვის იჯარით გასცემენ ხომალდებს, ვეღარ შეძლებენ აშშ–ის ტერიტორიაზე შესვლას, ხოლო ამერიკაში მათ ქონებას ყადაღა დაედება.


მსგავს თემაზე:

"ჩრდილოეთის ნაკადი 2" რეგულაციების ქვეშ მოექცა



სხვა სიახლეები