• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 80 მლნ ისესხა

14 მაისი 13:18 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2019 წლის 14 მაისს, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  61 250 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.500 პროცენტით, მაქსიმალური 6.560 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.509 პროცენტით განისაზღვრა.


იმავე დღეს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდებიც გაიყიდა.


აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 137 535 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.700 პროცენტით, მაქსიმალური 6.740 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.729 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


სხვა სიახლეები