• Ƀ/$

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით ელექტროენერგიის მოხმარებას 30%-ით შეამცირებს

14 მაისი 16:15 | კომპანიები

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა გადაიარაღებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ენერგოეფექტურობის გაზრდა და ელექტროენერგიის მოხმარების 30%-ით შემცირებაცაა გათვალისწინებული.

„მისასალმებელია, რომ „რუსთავის ფოლადი“ გეგმავს საწარმოს მთლიან განახლებას,  რომ ის უფრო ენერგოეფექტური გახდეს. ამისთვის იგეგმება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რომელთა წყალობითაც დაახლოებით 30%-ით შემცირდება ელექტროენერგიის მოხმარება, ჩვენ მათ გვერდში დავუდგებით ამ ამოცანების განხორციელებაში. ეს არის ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე, სამინისტრო ყველანაირად დაეხმარება, გვერდში ამოუდგება და ხელს შეუწყობს ასეთი საწარმოების განვითარებას და გადაიარაღებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს რუსთავში კომპანია „რუსთავის ფოლადის“ მეტალურგიულ ქარხანაში ვიზიტისას განაცხადა.


ქარხანაში ვიზიტისას კიდევ ერთხელ  გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ  „რუსთავის ფოლადი“ ერთ-ერთი უძველესი მეტალურგიული საწარმოა არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. ასევე, როგორც აღინიშნა, საწარმო ახლა განახლების პროცესშია. მინისტრი ქარხნის ხელმძღვანელობას ამ პროცესშიც დაპირდა დახმარებას.


„ჩვენ მხარში დავუდგებით, მათ შორის მსხვილ მეტალურგიულ საწარმოებს, რადგან ისინი ძალიან დიდი დამსაქმებლები არიან - 2000 კაცამდე მხოლოდ აქ, „რუსთავის ფოლადში“ მუშაობს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მინისტრის თქმით,უკვე მიმდინარეობს მუშაობა ანდიტემპინგურ კანონმდებლობაზე. „საწარმოს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, სამართლიანი კონკურენციის პირობების შემოღების კუთხით. ჩვენ ახლა ვამზადებთ და შემოგვაქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რაც არის აბსოლუტურად ცივილიზებული მიდგომა ბაზრის დემპინგური გამოვლინებებისგან დასაცავად,  ვფიქრობთ, რომ ეს დიდად წაადგება ბიზნესს, მათ შორის მეტალურგიულ კომპლექსს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ეკონომიკის მინისტრი რუსთავში ასევე გაეცნო კიდევ ერთი მეტალურგიული ქარხნის „ჯეოსთილის“ საქმიანობას, რომელიც საქართველოში უცხოური ინვესტიცითაა შექმნილი.


მსგავს თემაზე:

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა გადაიარაღდება



სხვა სიახლეები