• Ƀ/$

#უთხარიარაპლასტმასს - კომპანია ,,ეიჩჯი“ გარემოზე ზრუნვას აგრძელებს

14 მაისი 17:36 | კომპანიები

კომპანია ,,ეიჩჯი“ გარემოზე ზრუნვას აქტიურად აგრძელებს და ამ მიზნით, სხვა კომპანიებთან ერთად, ყოველთვიურად გარემოს დაცვით ღონისძიებებსა და სხვადასხვა აქტივობებში ერთვება.

22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით Hg company-მ  წიწვოვანი ხე-მცენარეები მახათას მთაზე საპატრიარქოს ფონდ "გაამწვანე საქართველო"-ს ფარგლებში დარგო.


აღნიშნულ ღონისძიებაში ,,ეიჩჯის" აქტივობას შეუერთდნენ კომპანიები: “ენერგო-პრო ჯორჯია“, „ჯინო ფერედაისი“, „ჯინო ველნეს მცხეთა“, სამშენებლო კომპანია „ანაგი“, სამშენებლო კომპანია „დომუსი“, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - ჯიპა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „პრემიერ მოტორსი“, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი", კომპანია "ჭიტა", "ანბანელა" "ჯეპრა".


#უთხარიარაპლასტმასს - ეს იყო კიდევ ერთი გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომელშიც Hg company  ზემოთხსენებულ კომპანიებთან ერთად ჩაერთო.


#უთხარიარაპლასტმასს  - 15-მდე კომპანიის ბრენდირებული ჭიქები განთავსდა ისეთ ხალხმრავალ სივრცეებში , როგორიცაა თბილისის მერია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისის კლასიკური გიმნაზია, შსს მომსახურეობის სააგენტო და სს. საქართველოს რკინიგზა.


როგორც ,,ეიჩჯი“- ში აცხადებენ, ღონისძიების მიზანია საქართველოს მასშტაბით მოხდეს პლასტმასის ჩანაცვლება, რაშიც აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა კომპანიები.


მათი თქმით, პასუხისმგებლობა გარემოსა და ადამიანების წინაშე, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს.


,,ჩვენი კომპანია სხვა პასუხისმგებლიან კომპანიებთან ერთად ამ ფორმით უერთდება 2018 წლის მსოფლიო გზავნილს #უთხარიარაპლასტმასს და საქართველოში პლასტმასის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანია - #საქართველოპლასტმასისგარეშე“, - აცხადებენ ,,ეიჩჯიში“.


კომპანია ,,ეიჩჯი“  გარემოსდაცვით ღონისძიებებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს. კომპანია 5 ივნისს, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით მცხეთაში სამთავროს მონასტრის ტერიტორიის დასუფთავებას გეგმავს. 


სხვა სიახლეები