• Ƀ/$

მარნეულში წყალმომარაგების სამუშაოები 2021 წელს დასრულდება

15 მაისი 10:27 | ეკონომიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის წყალმომარაგების სისტემის სამუშაოებს გაეცნო.

გაერთიანებული წყლალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ ვიცე-პრემიერს მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობა გააცნო. კომპანია პროექტს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში აშენებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და ბიუჯეტი  56 მლნ დოლარამდეა.


„პროექტი, რომელიც მარნეულისა და 6 სოფლის 24-საათიანი წყალმომარგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, აქტიურად მიმდინარეობს. აქ ეს პრობლემა ათწლეულებია მწვავედ დგას და მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტ წყალს ძალიან შეზღუდული გრაფიკით იღებს. პროექტის დასრულების შემდეგ 50 ათასზე მეტი ადამიანს ეს პრობლემა მოუგვარდება და წყალარინების სისტემაც გამართული იქნება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარის მშენებლობა, მაგისტრალური მილისა და შიდა ქსელის, ასევე საკანალიზაციო კოლექტორის მოწყობა.


პროექტის დასრულება 2021 წლის მარტში იგეგმება.


მსგავს თემაზე:

მარნეულის გზატკეცილის რეაბილიტაცია დასრულდა


წყალმომარაგების სექტორში 900 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება



სხვა სიახლეები