• Ƀ/$

აპრილში უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში $277 მლნ დახარჯეს

15 მაისი 11:21 | ეკონომიკა

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 856 მილიონ დოლარს შეადგენს (ზრდა +8.4%), რაც 66 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის აპრილის მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში  277 მილიონ დოლარს შეადგენს (ზრდა +16.1%), რაც 38 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2018 წელს საქართველოს სულ 8.7 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, მათგან ტურისტების რიცხვმა 4.8 მლნ შეადგინა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი $3.2 მლრდ-ს მიაღწია, რაც საქონლის ექსპორტის თანხის მოცულობის 95%-ს შეადგენს. ტურიზმის წილი ეკონომიკაში 7.6 პროცენტია.



მსგავს თემაზე:

ვიზიტორების 56% თბილისსა და აჭარას ეწვია


აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი იზრდება


ტოკიოში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ



სხვა სიახლეები