• Ƀ/$

საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ I კვარტალში 1.6 მლნ-ს მიაღწია

15 მაისი 12:17 | ეკონომიკა

საქართველოში შემოსული მოგზაურების რაოდენობამ 2019 წლის I კვარტალში 1.6 მლნ-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პწერიოდის მაჩვენებელს 2.2%-ით აღემატება. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 

საერთაშორისო მოგზაურებში ვიზიტორების რიცხვმა 1 მლნ შეადგინა, 1.7%-ით მეტი, ხოლო ტურისტების რიცხვმა 0.9 მლნ - 5.1%-ით მეტი.


პირველ კვარტალში ვიზიტორების 34.8% ქალი იყო, 65.2% კაცი. ვიზიტორების 35.8%-ის მიზანს დასვენება, გართობა და რეკრეაცია წარმოადგენდა. 21.6%-ის მიზანს ნათესავისა ახლობლის მონახულება, 15.5%-ისას კი სხვა ქვეყანაში ტრანზიტი.


I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.7 ღამე შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.3 ღამე) 14.4 %-ით ნაკლებია.


ასაკობრივ ჭრილში ყველაზე მეტი ვიზიტი 31-50 წლის ასაკის ადამიანებმა განახორციელეს და ყველაზე მეტი თანხაც მათ დახარჯეს.


მსგავს თემაზე:

აპრილში უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში $277 მლნ დახარჯეს



სხვა სიახლეები