• Ƀ/$

ახალი ღვინის ფესტივალზე სტუდენტებმა „შატო აბსურდი“ წარადგინეს

ექსკლუზივი
15 მაისი 14:00 | კომპანიები

მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალზე“ საკუთარი ღვინოები საზოგადოებას ახალმა კომპანიებმა და აგრარული უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტებმა წარუდგინეს.

მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულების სტუდენტებმა წარმოდგენილი ღვინოები საბაკალავრო ნაშრომისთვის დააყენეს. ერთ-ერთმა ჯგუფმა, რომლის წევრი 23 წლის რეზი ცეცხლაძეა, დასაწურად „კრახუნა“, „ვარდისფერი რქაწითელი-ქისი“ და „ახმეტის წითელი“ აირჩია. თითოეული მათგანი სტუდენტებმა საკუთარი ტექნოლოგიით დააყენეს. გემოვნური თვისებებისა და არომატის გარდა, მათ ღვინოს სახელწოდებაც – „შატო აბსურდი“ გამოარჩევს.


„შატო აბსურდი“ დავარქვით იმიტომ, რომ საქართველოში „შატოს“ ხშირად არასწორი მნიშვნელობით იყენებენ. ძალიან ტენდენციურია, როცა საწარმოებს „შატოს“ არქმევენ. მაშინ, როცა ის ფრანგული სიტყვაა და ციხეს ან მარანს ნიშნავს, აქ კი ყველაფერს შატოს უწოდებენ“, - ამბობს ახალგაზრდა მეღვინე რეზი ცეცხლაძე.


რეზის სწავლის შემდგომი გეგმები ამერიკას უკავშირდება. იქ ერთ-ერთ ცნობილ მეღვინეობაში 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და ღვინის დაყენების იქაურ ტექნოლოგიებს დაეუფლება. გარდა ამისა, ის გეგმავს, რომ ამერიკელებს ქართული ტრადიციები და ქვევრის ტექნოლოგია უკეთ გააცნოს.


ამ ყველაფრის შესახებ თავად რეზი მოგვითხრობს:



სწავლის პარალელურად რეზი ღვინის ეროვნულ სააგენტოში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს. ასევე აწარმოებს ბლოგს ღვინის თემაზე, რომელიც შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე წაიკითხოთ Instagram-სა და Facebook–ზე.


სხვა სიახლეები