• Ƀ/$

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვისკის ახალი რეცეპტი შეიქმნა

15 მაისი 16:34 | მედია ბიზნესისთვის - M2B

შოტლანდიურმა დისტილერიამ Mackmyra-მ Microsoft-თან და Fourkind-თან ერთად განხორციელებული ინოვაციური პროექტის შესახებ განაცხადა. ისინი ხელოვნური ინტელექტით, ვისკის ახალი რეცეპტის შექმნას გეგმავენ, რომელსაც ანალოგი არ აქვს.

ახალი ტექნოლოგიით ვისკის წარმოება მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება. მუშაობის პროცესს დაახლოებით 3 წელი დასჭირდება იქამდე, ვიდრე სომელიეები ახალ ვისკის დააგემოვნებენ.


Microsoft წარმოებას პლატფორმა Azure-ით უზრუნველჰყოფს, რომელშიც შვეიცარიული კომპანია ვისკის წარმოების 20 წლიან ისტორიასა და საუკეთესო გამოცდილებას ასახავს. ბაზაში სხვადასხვა წარმატებულ რეცეპტებთან ერთად კონკურენტი კომპანიების გამოცდილებაც იქნება შეტანილი. Fourkind-isსპეციალისტები არსებული რეცეპტების შეგროვებაზე იზრუნებენ, რათა ხელოვნურმა ინტელექტმა 70 მლნ ახალი რეცეპტის ვარიანტი შეიმუშაოს და მათგან საუკეთესო აარჩიოს.


„ამ რეცეპტს ხელოვნური ინტელექტი ქმნის, მაგრამ ის მთლიანად ადამიანების გამოცდილებას ეფუძნება“,- განმარტავს წამყვანი სპეციალისტი დისტილერიაში ანჟელა დე ორაციო.


ვისკის პირველი სატესტო ვარიანტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტით შეიქმნა არის ოქროსფერი ყვითელი. ის ანისის, ციტრუსის, კოჭას, თეთრი წიწაკისა და მსუბუქი მცენარეული არომატებისგან შედგება.


მსგავს თემაზე:

რუსეთში ხელოვნური ინტელექტის სამინისტროს შექმნის იდეით გამოდიან


ილონ მასკს ხელოვნური ინტელექტი ატომურ ბომბზე საშიშად მიაჩნია


მკვლევართა აზრით ხელოვნური ინტელექტი ადამიანს კიდევ 1 საუკუნე ვერ ჩაანაცვლებს



სხვა სიახლეები