• Ƀ/$

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა

16 მაისი 10:18 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის 4 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და 113 251 შეადგინა. ვიზიტორთა შორის  54% ქართველია, ხოლო 46% უცხოელი. 

2019 წლის 4 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: თბილსის ეროვნულ პარკს, პრომეთეს მღვიმეს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, მარტვილის კანიონს, მტირალას ეროვნულ პარკს.


საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.


დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. უკვე გაიხსნა ახალი ეკოტურისტული მიმართულება  სოფელ კინჩხაში - ოკაცეს ჩანჩქერი.


ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეებია სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. მაისის თვიდან დაინერგა ბილეთების გაყიდვის ელექტრონული სისტემა, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს წინასწარ დაგეგმონ ტერიტორიებზე ვიზიტი.


მსგავს თემაზე:

დაცული ტერიტორიების ფართობი 190 00 ჰა-ით გაიზრდება


ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 250 000 ლარი გამოიყო


საქართველოს 3 დაცული ტერიტორიისთვის გრანტის სახით €870 000 გამოიყო



სხვა სიახლეები