• Ƀ/$

აშშ–ის სანქციების მიუხედავად ირანმა ჩინეთში ნავთობი გადაზიდა

16 მაისი 11:02 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ირანული ნავთობი ტანკერიდან ჩინეთის ქალაქ შჟოუშანთან მდებარე ტერმინალში ჩაიტვირთა. თეირანმა ნედლეული აშშ–ის სანქციების გვერდის ავლით გადატვირთა, რომელიც ისლამური რესპუბლიკიდან ნავთობის ექსპორტს კრძალავს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.


ტანკერი Marshal Z 130 000 ტ ნავთობით იყო დატვირთული. აღნიშნული ნედლეულის გადაზიდვას რამდენიმე თვე დასჭირდა.


6 მაისს ცნობილი გახდა, რომ თეირანი აშშ–ის სანქციების დასაძლევად და საკუთარი ნავთობის სარეალიზაციოდ ჩრდილოვანი ბაზრის გამოყენებას გეგმავდა.


მსგავს თემაზე:

ირანული ნავთობის იმპორტის აკრძალვა ძალაში შედის


ირანზე ამერიკის ზეწოლა ახალ მასშტაბებს იძენს



სხვა სიახლეები