• Ƀ/$

ელექტროენერგიის იმპორტი 620%-ით გაიზარდა

16 მაისი 15:43 | ეკონომიკა

არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო ელექტროენერგიის გენერაცია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთათ შედარებით აპრილშიც შემცირდა, მოხმარებამ კი ზრდა განაგრძო. 

ჯამური გამომუშავება აპრილში 9%-ით 966 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა. ჰესების გენერაცია კი 20%-ზე მეტი 800 მლნ კვტ/სთ-მდე. ამის საპირისპიროდ 350%-ით 158 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა თბოსადგურების გენერაცია. 2.5 მლნ კვტ/სთ-ით შემცირებულია ქარის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროსადგურის გენერაციაც, მაგრამ რადგან მისი წილი 0.7%-ს არ აღემატება, ამ შემცირებას საერთო ბალანსზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია.


მოხმარება აპრილში 3%-ით 980 მლნ-დან 1011 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა.


წარმოების შემცირებამ და მოხმარების ზრდამ იმპორტის მკვეთრი 620%-იანი ზრდა გამოიწვია. თუ 2018 წლის აპრილში სულ 11.2 მლნ კვტ/სთ-ის იმპორტი განხორციელდა, 2019 წლის აპრილში მისმა მოცულობამ 80.8 მლნ კვტ/სთ-ის მიაღწია. ექსპორტის მიმართულებით კი ვითარებაბ საპირისპიროა და ის 61.7 მლნ კვტ/სთ-იდან პრაქტიკულად ნულამდე, 0.03 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა.


2030 წლამდე საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების 67%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. ეკონომისტები და ენერგეტიკოსები გენერაციის ზრდას აუცილებლობად მიიჩნევენ. ამჟამად მშენებარე ჰესებიდან ყველაზე დიდია ნენსკრაჰესი 280 მეგავატი დადგმული სიმძლავრე, რომლის სავარაუდო წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს. მიმდინარეობს 187 მეგავატიანი შუახევჰესის აღდგენითი სამუშაობი, რომლის წარმადობაც 450 მლნ კვტ/სთ-ს აღწევს. დაგეგმილია ასევე დამატებით ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობაც.


მსგავს თემაზე:

N61-ე საჯარო სკოლის სახურავზე მზის პანელები დამონტაჟდა


საქართველოში 5 ახალი ქარის ელექტროსადგური აშენდება


2030 წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება 67%-ით 21 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზრდება



სხვა სიახლეები