• Ƀ/$

ვაშინგტონმა ანკარას სავაჭრო შეღავათები შეუჩერა

17 მაისი 10:24 | ეკონომიკა

აშშ–ის პრეზიდენტმა განკარგულება გასცა თურქეთთან სავაჭრო შეღავათების გაუქმების შესახებ, რომელის გამოც ზოგიერთი თურქული საქონელი ამერიკის ბაზარზე დაუბეგრავად ხვდებოდა.

ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულება დღეიდან, 17 მაისიდან შედის ძალაში, – წერს სააგენტო როიტერი თეთრი სახლის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.


აშშ–ის ხელისუფლებამ, „თურქეთის ეკონომიკური განვითარების დონიდან გამომდინარე“, მიზანშეწონილად მიიჩნია ამ ქვეყნის გაყვანა პრეფერენციის საერთო სისტემის პროგრამიდან (GSP). ამასთან, ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, თურქული ფოლადის იმპორტის დაბეგვრა ორჯერ შემცირდება – 25%–მდე.


აშშ–მა 2018 წელს ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე შესაბამისად, 25%–იანი და 10%–იანი გადასახადი დააწესა. მოგვიანებით, თურქეთიდან აღნიშნული საქონლის იმპორტის დაბეგვრა ორჯერ გაზარდა, რის მიზეზადაც თურქეთში 2016 წელს დაკავებული ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის დევნა დასახელდა. სასულიერო პირი გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს და ქვეყნიდან სამშობლოში გააძევეს.


მსგავს თემაზე:

თურქეთის ეკონომიკა რეცესიაშია


თურქეთი მორიგი სავალუტო კრიზისის ზღვარზეა



სხვა სიახლეები