• Ƀ/$

17 მაისი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დაარსების დღეა

17 მაისი 11:03 | ფინანსები

მსოფლიოში ყველაზე დიდი, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა იუბილარია. 227 წლის წინ, 1792 წლის 17 მაისს, ნიუ-იორკში 24-მა ბროკერმა დაარსა ბირჟა, დღეს ამ ბირჟაზე დარეგისტრირებული კომპანიების კაპიტალიზაცია დღეს $30 ტრლნ-ს აღემატება. 

ერთ დროს, ჭადრის ხის ქვეშ დაარსებული ბირჟა იმდენად დიდია, რომ მასში შემავალი კომპანიების კაპიტალიზაცია შეერთებული შტატების მთლიან შიდა პროდუქტსაც კი აღემატება. აქციების წლიური სავაჭრო ბრუნვა კი $62 ტრლნ-ს აჭარბებს ეს კი მსოფლიო მშპ-ს ¾-ზე მეტია. ისტორიულ მაქსიმუმს 26 830 პუნქტს, 2018 წლის სექტემბერში მიაღწია. ამჟამად 25 860-ს შეადგენს.


ინტერნეტმა ბევრი პროფესია სამუდამოდ გააუქმა. სამუშაო განრიგი, პირობები და საქმიანი ადამიანის ცხოვრების წესი ძირფესვიანად შეცვალა. აქციებით ვაჭრობა ონლაინ მეთოდით შესაძლებელია. ამ მეთოდეს უამრავი ადამიანი მიმართავს, მაგრამ არა ყველა. მსხვილ ბროკერებს უოლ სრიტის 11 ნომერში მისვლა ურჩევნიათ. მართალია ანტიკური არქიტექტურის სტილში გადაწყვეტილ დარბაზები მონიტორებითაა გარშემორტყმული, უმცირესი გარიგებაც და ელექტრონულად აისახება და ნებისმიერი მოძრაობა ვიდეოკამერებით ფიქსირდება, მაგრამ ვაჭრობა მაინც ხდება ადგილზე მისვლით და არა დისტანციურად.



NYSE-ს პულსაციას Dow Jone-ის ინდექსი განსაზღვრავს. ინდექსები დავარდა პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს. სანავთობო და საბანკო კრიზის დროს, 11 სექტემბერის ტერაქტის შემდეგ, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს, თუმცა ვერ ერთი მათგანი „დიდ დეპრესიასთან“ ახლოსაც ვერ მივა. 1929 წლის აგვისტოდან 1932 წლის მაისამდე ინდექსი 5500-დან 790 პუნქტამდე შემცირდა, რაც 85%-იან ვარდნას ნიშნავს.



ვაჭრობა ერთდროულად 2 დარბაზში, ყოველ სამუშაო დღეს ადგილობრივი დროით 09:30-დან 16:00-მდე მიმდინარეობს. (თავდაპირველად 5 დარბაზი იყო, შემდეგ 1 დაიხურა, 2 კი ამერიკის საფონდო ბირჟას დაეთმო) 1 დღეში მასშტაბური ვარდნის დროს 20%-ის ან უფრო მეტის შემთხვევაში ვაჭრობა გარკვეული დროით ჩერდება, რათა ბროკერებმა და ინვესტორებმა მოახერხონ მომხადრის ანალიზი და გადაწყვეტილება ლატარიის პრინციპის მაგივრად გააზრების შემდეგ მიიღონ. ვაჭრობა მყისიერად წყდება კომპიუტერულ სისტემაში რაიმე ხარვეზის გაჩენის შემთხვევაშიც.


ნაზდაკისა და ჩიკაგოს ბირჟები, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ტრენდს მიყვებიან NYSE-თან შედარებით მათი მოცულობა და მასშტაბი ბევრად პატარაა, ისევე როგორც ტოკიოს, ჰონგ-კონგის ან ლონდონის საფონდო ბირჟების.


ამ დრომდე ბირჟაზე რომლის საათობრივი ბრუნვა მთელს საქართველოს ეკონომიკას აღემატება არც ერთი ქართული კომპანია წარმოდგენილი არ არის.


სხვა სიახლეები