• Ƀ/$

დასაქმებულთა რაოდენობამ თვითდასაქმებულთა რიცხვს გადააჭარბა

17 მაისი 11:51 | ეკონომიკა

უმუშევრობის დონე საქართველოში 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 1.2%-ით 12.7%-მდე შემცირდა, რაც ბოლო 15 წლის მინიმალური მაჩვენებელია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში უმუშევრობა მუდმივად მცირდებოდა. 2009 წელს, რუსეთ-საქართველოს ომისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს, უმუშევრობის დონე 18.3%-ს აღწევდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 5.6%-ით მეტია.


2018 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.9% შეადგინა. 2017 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.9 და 0.9 პროცენტული პუნქტებით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წელთან შედარებით გაზრდილია 1.2%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 3.4%-ით აქტიურობის დონე წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.1 პროცენტული პუნქტით.



2018 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულებში 50.8 პროცენტს შეადგენდა, რაც 2.5


პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თვითდასაქმებულთა კლების ტენდენცია ფიქსირდება და 2018 წელს პირველად დაქირავებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასა ქმებულებს.



მსგავს თემაზე:

საშუალო ხელფასი 1202 ლარამდე გაიზარდა


აშშ-ში უმუშევრობის დონე 50 წლიან მინიმუმამდე შემცირდა



სხვა სიახლეები