• Ƀ/$

რუსეთიდან კაპიტალის გადინება გაორმაგდა

17 მაისი 13:42 | ეკონომიკა

რუსეთიდან კაპიტალის გადინების მოცულობა პირველ 4 თვეში, წლიური დაანგარიშებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა – დაახლოებით $35 მლრდ–მდე.

„2019 წლის იანვარ–აპრილში კერძო სექტორის საფინანსო ოპერაციების სალდომ, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით $34,7 მლრდ–ს მიაღწია ($18,5 მლრდ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში)“, – ნათქვამის რუსეთის ბანკის ინფორმაციაში, რომელიც პარასკევს, 17 მაისს გამოქვეყნდა.


რუსეთის ცენტრალური ბანკის შეფასებით, კაპიტალის გადინების ზრდა ძირითადად რუსული ბანკების მიერ უცხოეთში აქტივების შეძენის მატებამ და საგარეო ვალდებულებების შემცირებამ განაპირობა.


სხვა სიახლეები