• Ƀ/$

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა

20 მაისი 11:49 | ეკონომიკა

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 2019 წლის I კვარტალის ბოლოსათვის წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1%-ით შემცირდა და 955.4 ათასი სული შეადგინა.

 

 

ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარ მონაცემებშია ნათქვამი. მსხვილფეხა პირუტყვიდან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 454.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.3%-ით ნაკლებია.


ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით


1.9 %-ით გაიზარდა და 1.2 მლნ. სულს მიაღწია.


ღორის რაოდენობა 174.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 1.9%-ით ნაკლებია წინა


წლის შესაბამის მაჩვენებელზე.


ფრინველის რაოდენობამ 8 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 5.6%-ით ნაკლებია წინა


წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


 



 


მსგავს თემაზე:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა – 6,5%-ით, ხოლო რძის წარმოება 6.8%-ით შემცირდა


ფრინველის რაოდენობა და კვერცხის წარმოება გაიზარდა, რქოსანი პირუტყვის რაოდენობა კი შემცირდა



სხვა სიახლეები