• Ƀ/$

OPEC+ ფორმატში შეხვედრის შემდეგ ნავთობი გაძვირდა

20 მაისი 11:52 | ეკონომიკა

მინიშნებებმა, რომ OPEC+ ფორმატის წევრი სახელმწიფოები ნავთობმოპოვებაზე შეზღუდვებს წლის მეორე ნახევარშიც გააგრძელებენ, „შავი ოქრო“ გააძვირა.

გარდა ამისა, ნავთობის ბაზარზე გავლენას აშშ–ირანის დაპირისპირებაც ახდენს.


Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე, ივლისში მიწოდების პირობით, 1,33%–ით გაძვირდა და ბარელზე $73,17–ს მიაღწია.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ივნისის ფიუჩერსები ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე ამ დროისთვის 1,27%–ით არის გაძვირებული და ბარელი $63,56 ღირს.


მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ OPEC+–ის წევრი ქვეყნების სამონიტორინგო კომიტეტის შაბათ–კვირას გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ივნისის ბოლომდე მხარეები მოლოდინის რეჟიმში გადავლენ, როდესაც OPEC–ის წევრი და არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დიდი გარიგების ბედი უნდა განსაზღვრონ.


სხვა სიახლეები