• Ƀ/$

4 თვეში ექსპორტმა $1.133 მლრდ-ს მიაღწია

20 მაისი 13:47 | ეკონომიკა

საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-აპრილში $3.86 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $1.133 მლრდ-ს შეადგენს 17.9%-ით მეტს, ხოლო იმპორტი $2.726 მლრდ-ს 3.1%-ით ნაკლებს. 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-აპრილში, $1.593 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით $740 მლნ-მდე გაიზარდა.



2019 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 276.2 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 14.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 709.7 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (14.7 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 26.0 პროცენტი შეადგინა.


2019 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 576.5 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 34.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.9 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 773.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (11.8 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 28.4 პროცენტია.


4 თვეში ყველაზე მეტი $178 მლნ-ს ექსპორტი რუსეთში განხორციელდა, $126 მლნ-ით მეორე ადგილზე აზერბაიჯანია, სამეულს 109 მლნ-ით ბულგარეთი ასრულებს. ექსპორტი გაზრდილია ჩინეთში, უკრაინასა და რუმინეთში, აშშ-სა და თურქეთში კი კლება აღინიშნება.



იმპორტიორ ქვეყნებში შეუცვლელ პირველ ადგილს $447 მლნ-ით თურქეთი იკავებს, მეორე ადგილზე ჩინეთია $273 მლნ-ით, რომელსაც $269 მლნ-ით რუსეთი ფეხდაფეხ მიჰყვება.


საექსპორტო პროდუქციის პირველ სამეულში სპილენძის მადნები, მსუბუქი ავტომობილები და ფეროშენადნობებია, საიმპორტო პროდუქციაში კი ნავთობი, სპილენძის მადნები და მსუბუქი ავტომობილებია.


მსგავს თემაზე:

მშპ მესამე კვარტალში 3.7%-ით გაიზარდა


ინფლაციის განაკვეთმა აპრილში 0.2 % შეადგინა



სხვა სიახლეები