• Ƀ/$

“Georgian Airways“ სეზონურ ჩარტერულ რეისებს ამატებს

20 მაისი 14:36 | ეკონომიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ფრენის ნებართვების შესაბამისად, ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways“, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას შეასრულებს. 

ძველ რეისებს ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებები დაემატება. ავირეისები საჰაერო ხაზებზე შემდეგი პერიოდით და სიხშირით განხორციელდება:



  •   თბილისი - ამანი - თბილისი - 2 ივნისიდან 26 აგვისტომდე, კვირაში 1 სიხშირით; 

  •   თბილისი - ბეირუთი - თბილისი  2 ივნისიდან 2 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით, ხოლო 17 ივლისიდან 29 აგვისტომდე - კვირაში 2 სიხშირით;

  •   თბილისი - დამამი - თბილისი - 7 ივნისიდან 7 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით;

  •   თბილისი - ბაჰრეინი - თბილისი - 13 ივნისიდან 6 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით; 

  •   თბილისი - დუბაი - თბილისი - 31 მაისს, 5 ივნისსა და 8 ივნისს;


ჩარტერული ფრენები Boeing 737, Embraer ERJ190, CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება და ტურისტული ნაკადების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული.


მსგავს თემაზე:

4 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 1.45 მლნ-ს მიაღწია


სტამბოლის ახალი აეროპორტი საწვავით, საქართველოს გავლით მომარაგდება



სხვა სიახლეები