• Ƀ/$

ლაგარდი საქართველოს მთავრობას სტაბილურობისთვის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას უწონებს

20 მაისი 15:29 | ეკონომიკა

სსფ–ის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა საქართველოს პრემიერს მამუკა ბახტაძეს მიმართა: თქვენი ხელმძღვანელობით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა სტაბილურობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, განათლების, ინკლუზიური ზრდის მიმართულებებით.

ეს განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა დირექტორმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმების მხარდაჭერას.


„უსასრულოდ შემიძლია ჩამოვთვალო ის ამოცანები, რაც თქვენს პროგრამაში შედის და რაც დასახული გაქვთთქვენი ხალხისთვის, რათა მიღწეული იყოს სტაბილურობა და წინსვლა თქვენს საზოგადოებაში. ჩვენ კვლავვკისრულობთ გააზრებულ ვალდებულებას თქვენს წინაშე. მალემეოთხე მიმოხილვა დასრულდება. მესამემიმოხილვა გასული წლის დეკემბერში დასრულდა. კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომგაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანამ პროგრამა დაასრულოს. დარწმუნებული ვარ,რომ ამ მხრივაც ძალიან დიდი წარმატება გექნებათ. მე დაგეხმარებით თქვენ და ქვეყნის ხელისუფლებასმომავალშიც, რომ რეფორმები განხორციელდეს თქვენს მიერ დასახული და ჩვენთან შეთანხმებული მიზნებისშესაბამისად“, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.


კრისტინ ლაგარდი სავალუტო ფონდის დირექტორად პირველად 2011 წელს, მეორე ვადით კი 2016 წელს აირჩიეს.


საქართველო სსფ-ის წევრი 1992 წელს გახდა. ფონდის ძირითადი მიზანი ფინანსური სტაბილურობა და სიღარიბის შემცირებაა. 2017 წელს სსფ-ის მხარდაჭერით 3–წლიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში $285 მლნ-ით ფინანსდება.


სხვა სიახლეები