• Ƀ/$

კრისტინ ლაგარდი: ჩვენი პარტნიორობა მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა გათვლილი

20 მაისი 16:17 | ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია საქართველოს პრემიერთან მუშაობა, რადგან ის ფონდში "უმშვენიერი ქვეყნის ინტერესებს" წარმოადგენს.

ამის შესახებ ლაგარდმა თავრობის ადმინისტრაციაში მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


 კრისტინ ლაგარდმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობასთან არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობას და აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ბევრი რამ გაუმჯობესდა.


 „ჩემთვის ეს ვიზიტი მრავლისმთქმელია. ძალიან მახარებს საქართველოში პირველად ყოფნა. მისი სილამაზე,მისი ხალხი, რესურსები თვალწარმტაცია. მე საქართველოში ჩამოსვლისთანავე ქართული ღვინოც დავაგემოვნედა ნამდვილად ვხედავ, რამხელა ხარისხი და კრეატიულობაა ამ ყველაფერში, შენობებსა და არქიტექტურაში.ეს ყველაფერი ძალიან დახვეწილია, რა თქმა უნდა - სოფლის მეურნეობის პროდუქციაც. ფრანგი ვარ და კიდევრას ვიტყოდი ღვინოზე და კულინარიაზე მეტს. ჩემი მიზანი ამ ვიზიტისფარგლებში არის ის პროგრამა,რომელიც საქართველოს მთავრობამ ქართველებისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის შეიმუშავა. ჩვენგვაქვს დიდი პატივი, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ვართ მთავრობის  პარტნიორები და ქვეყანას ვეხმარებითიმ მიზნების მიღწევაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს უკეთეს მაჩვენებლებზე გაიყვანს.ეს მუშაობა, რაც საქართველოში ტარდება სხვებისთვის შესაშურია. ჩვენ ერთად შევეცდებით დეფიციტისშემცირებას და თქვენს გუნდთან ერთად, ჩვენი მხარდაჭერით გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.


 საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევაზეც გაამახვილა ყურადღება.


 „ბევრი რეფორმა განხორციელდა საქართველოში და ბევრი რამ გაუმჯობესდა, ბევრი მაჩვენებელი არის გაზრდილი და ბევრი რამ არის აღიარებული, ბევრი უწყება დახვეწილია. მაგრამ, ჩვენი პარტნიორობა,სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში პრიორიტეტების მიხედვით ყოველდღიური ურთიერთობა,ყველაფერი, რასაც ერთობლივად ვაკეთებთ, გათვლილია წარმატებასა და მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შეიძლება, ეს ტერმინები ბევრისთვის დამაბნეველი იყოს, მაგრამ მაკროეკონომიკა არის სტიმული, რაც საქართველოში მეტ ინვესტორს ჩამოიყვანს. ის არის სტაბილურობის გარანტი. ეს ეკონომიეკონომიკურიზრდის განმაპირობებელი და სამუშაო ადგილების შემქმნელი დარგები არის ის, რასაც განვითარებისგან ხალხი ელის“, - აღნიშნა სსფ-ის მმართველმა დირექტორმა.


მსგავს თემაზე:

კრისტინ ლაგარდი კრიპტოვალუტით ოპერაციების რეგულირების მომხრეა


სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში კრისტინ ლაგარდი სტუდენტებს ხვდება


კრისტინ ლაგარდი - შესაშურია საქართველოს ძალისხმევა, ბევრი რეფორმა განხორციელდა და ბევრი უწყება დაიხვეწა



სხვა სიახლეები