• Ƀ/$

ევროპელები რუსეთს ნავთობში ფულს აღარ უხდიან

20 მაისი 17:55 | ეკონომიკა

დაბინძურებული ნავთობის მიწოდების გამო ფრანგულმა Total და იტალიურმა Eni რუსეთს გადახდები შეუწყვიტეს. ამის შესახებ სააგენტო როიტერი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ევროპულმა კომპანიებმა რუს მიმწოდებლებს აცნობეს, რომ მხოლოდ „სუფთა“ ნავთობის მიწოდების შემთხვევაში განაახლებენ გადახდებს, მანამდე კი შეთანხმების მიღწევა მოუწევთ, თუ რა მოცულობის კომპენსაციას გადაიხდის რუსული მხარე დაბინძურებული ნედლეულის მიწოდებით გამოწვეული ზარალისთვის.


„ვინმემ რატომ უნდა გადაიხადოს ასეთ ნავთობში? სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს საერთოდ არ არის ნავთობი და რუსეთში ვერავინ განგვიმარტავს გარკვევით, ვის და როდის აუნაზღაურებენ დაბინძურებული ნავთობით მიყენებულ ზარალს“, – უთხრა როიტერს ერთ–ერთმა წყარომ.


როიტერის მონაცემებით, გადახდები 15 მაისს უნდა განხორციელებულიყო. ამასთან, მყიდველებს შეუძლიათ არ გადაიხადონ დაბინძურებული ნავთობის საფასური, ვინაიდან მისი ხარისხი არ შეესაბამება კონტრაქტით გათვალისწინებულ ნორმებს. ამავე დროს, რუსული კანონმდებლობის თანახმა, მყიდველმა ჯერ უნდა გადაიხადოს ნავთობის საფასური, ხოლო თუ ნედლეული სტანდარტებს ვერ პასუხობს, შემდეგ უნდა მოხდეს თანხის დაბრუნება. სააგენტო აღნიშნავს, რომ ასეთ გადახდებს შესაძლოა თვეები, ან სულაც წლები დასჭირდეს.


„ჩვენ მკაფიო პოზიცია გვაქვს. დასავლურმა კომპანიებმა ჯერ უნდა გადაიხადონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიტანონ სარჩელი ზარალის ანაზღაურებაზე“, – განაცხადა რუსეთის ერთ–ერთი მსხვილი ნავთობკომპანიის წარმომადგენელმა.


რუსული ნავთობის ხარისხის პრობლემა, რომელიც ნავთობსადენით „დრუჟბა“ მიემართება ევროპაში ბელარუსის გავლით, აპრილში გამომჟღავნდა. რუსულ „ტრანსნეფტში“ აცხადებდნენ, რომ ნედლეული განზრახ დააბინძურეს.


მსგავს თემაზე:

პოლონეთმა რუსული ნავთობის ტრანზიტი ცუდი ხარისხის გამო შეწყვიტა



სხვა სიახლეები