• Ƀ/$

საბანკო ექსპერტს ეკონომიკის უფრო მაღალი ინკლუზიური ზრდა შესაძლებლად მიაჩნია

20 მაისი 18:02 | ფინანსები

საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქ პოსტის მეშვეობით საქართველოში სავალუტო ფონდის პრეზიდენტის კრისტიან ლაგარდის ვიზიტს აფასებს და აღნიშნავს რომ ქვეყანას უფრო მაღალი ინკლუზიური ზრდის რესურსი გააჩნია. 

კრისტინ ლაგარდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის ეკონომიკური ზრდის, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე - 11 მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის ვიზიტი იმ მხრივაც არის აღსანიშნავი, რომ ეს არის სსფ-ს უმაღლესი თანამდებობის პირის მესამე ვიზიტი საქართველოში 1992 წელს საქართველოს სსფ-ს წევრად გახდომის შემდეგ. ამასთან ეტად უნდა აღინიშნოს, რომ იგი მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს, ხოლო 2016 წელს მე - 2 ვადით აირჩიეს. შესაბამისად, მისი შეფასებები თუნდაც ამ განვლილ პერიოდზე ამ მხრივაც არის აღსანიშნავი, რაზეც მან უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრაზე, ვფიქრობ, ამომწურავად ისაუბრა; მოგეხსენებათ, 2017 წელს სსფ-ს მხარდაჭერით საქართველოში 3 - წლიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში, 285 მილიონი აშშ დოლარით ფინანსდება. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მიაღწიოს ინკლუზიური ზრდის მაღალ ტემპს, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა, შეამციროს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ, გააძლიეროს ფისკალური და მონეტარული ინსტიტუციები და გააუმჯობესოს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“ მხარს უჭერს იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც ხელისუფლების მიერ ხორციელდება, როგორც მონეტარულ, ასევე ფისკალურ სფეროში.


მიმაჩნია, რომ ამ ტიპის დიალოგი არის ძალზე მნიშვნელოვანი, როგორც მომავალი თაობისათვის, ისევე საექსპერტო წრეებისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვისაც ზოგადად. მის გამოსვლაში აქცენტები გადატანილი იყო როგორც განვლილ პერიოდში მონეტარულ და ფისკალურ სფეროში გატარებულ რეფორმებზე, ასევე და მიმდინარე რფორმების კონტექსტში სიტუაციის ანალიზზე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სამომავლო პერსპექტივებზე. კერძოდ, ამ რეფორმების პოზიტიურ ზეგავლენაზე ეკონომიკურ ზრდაზე; ამ შეხვედრის დროსა ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, უფრო მაღალი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს.


სწორედ ამ რეფორმების შედეგია, რომ საქართველო არის რეგიონში რეფორმების და ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით ლიდერი ქვეყანა, რაც არანაკლებ მნიშვნელვანია საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც რომლის წინაშეც ჩვენი ეკონომიკა დგას; როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორების ზეგავლენის თვალსაზირისით. ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა მისივე შეფასებით, ჩვენ გაცილებით მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე შეგვიძლია გასვლა, მაგრამ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი: სწორედ რეფორმების გზა იძლევა იმის პერსპექტივებს რომ უფრო მაღალი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა გვქონდეს და რაც არის სიღარიბის დაძლევის და ქვეყნის საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი ინტეგრაციის წინაპირობა!


ქალბატონი ლაგარდის გამოსვლამ ასევე აჩვენა, რომ ექსპერტთა ნაწილის შეფასებები მიმდინარე რეფორმების ხასიათზე (საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევა, ლარიზაციის სტრატეგია, ახალი საბანკო და სამშენებლო რეგულაციები და ა.შ) ხშირად წმინდა სუბიექტურ ხასიათს ატარებდა!


ქალბატონი ლაგარდის გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თვალსაზრისი, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, ქვეყანა უნდა გადავიდეს დამატებითი ღირებულების შექმნის დოქტრინაზე, რაც ყველაზე მაღალ ეფექტს მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების პირობებში იღებს, ანუ ეკონომიკამ უნდა შექმნას დამატებითი ღირებულება, არა მხოლოდ აქ წარმოებულ საქონელზე, არამედ ინფრასტრუქტურის და ინოვაციური ცენტრების სახით, რაც ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაზრდის სასაქონლო ექსპორტს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ბაზრის ზომაც რაც ხშირად ჩვენთან ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობად ითვლება, თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობაში ალტერნატივად სწორედ საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციას და შესაბამისად საქონლის დასაწყობებას და ნაკლები დანახარჯებით მათ გადაზიდვებს განიხილავს. საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო არტერიების მოდერნიზაციაც სწორედ ამ კუთხით არის მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტის მომტანი.


მსგავს თემაზე:

ლაგარდი საქართველოს მთავრობას სტაბილურობისთვის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას უწონებს


კრისტინ ლაგარდი ვეფხსიტყაოსნიდან ციტირებს : „ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია"



სხვა სიახლეები