• Ƀ/$

ლარი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა

21 მაისი 12:19 | ფინანსები

მცირე დასტაბილურების შემდეგ ლარი ისევ მკვეთრად გაუფასურდა. 21 მაისს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, თბილისის დროით 12:00 საათზე დოლარის ღირებულებამ 2.7718-ს მიაღწია, რაც ყველაზე წლის მაქსიმუმს უდრის. 

წლის დასაწყისში დოლარის ღირებულება 2.6727-ს შეადგენდა. 19 თებერვლამდე კურსი 2.6404-მდე გამყარდა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-თებერვალში სებმა სავალუტო ბაზარზე 9 ინტერვენცია განახორციელა და ჯამში ბრუნვიდან $135 მლნ ამოიღო.


ლარის ოფიციალური კურსი ყველაზე მაღალი 2016 წლის 22 დეკემბერს დაფიქსირდა, როდესაც $1-ის ღირებულებამ 2.7846 შეადგინა. ამის შემდეგ იმავე წლის 23 დეკემბრის გარდა, კურსი 2.77-ს აღარ გადასცდენია.


სხვა სიახლეები