• Ƀ/$

გადასახადების გადამხდელთა კავშირის განცხადება

21 მაისი 14:22 | ფინანსები

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გადასახადების გადამხდელთა კავშირი განცხადებას ავრცელებს და მთავრობას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების მიმართ ხისტი დამოკიდებულებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. 

„უკანსაკნელ პერიოდში ლარის კურსის რყევამ რისკები წარმოშვა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის, რომლებსაც ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ ლარში, ხოლო პროდუქციის იმპორტს ახორციელებენ უცხოურ ვალუტაში. ჩვენი დაკვირვებით, მსგავს სიტუაციაში კომპანიები ზოგჯერ თავს იკავებენ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისგან, ვიდრე კურსი არ დასტაბილურდება. ეს ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფო შესყიდვებზე და ამცირებს კონკურენციას.


მოვუწოდებთ სახელმწიფო შემსყიდველებს გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოება და არ გამოიჩინონ ხისტი დამოკიდებულება მიმწოდებლების მიმართ. საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, რის უფლებასაც მათ არსებული კანონმდებლობა აძლევს. კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა შესაძლებელია ხელშეკრულების ღირებულების 10%–მდე ოდენობით.


თავის მხრივ, თუ მიმწოდებლებს, კურსის ცვლილების გამო, წარმოექმნათ მნიშვნელოვანი ოდენობის გაუთვალისწინებელი ხარჯი და რისი დასაბუთებაც შესაძლებელია დოკუმენტურად, მათ უფლება აქვთ მიმართონ შემსყიდველს ხელშეკრულების ღირებულების ცვლილების შესახებ.


გადასახადის გადამხდელთა კავშირი მზად არის კონსულტაცია გაუწიოს მიმწოდებელ კომპანიებს.“


მსგავს თემაზე:

ლარი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა



სხვა სიახლეები