• Ƀ/$

ლევან დავითაშვილი "ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციის" წევრებთან შეხვედრას დაესწრო

23 მაისი 16:17 | ეკონომიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევაბ დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარებაში ახალგაზრდების როლზე ისაუბრა.

„სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ახალგაზრდები არიან სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ახალგაზრდა ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე.


სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ორგანიზებით გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგრარული სფერო თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში და 21-ე საუკუნეში იქნება წარმატებული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ცოდნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და პროფესიული უნარებით ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრა.


„ბოლო წლების ტენდენციას თუ დავაკვირდებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მათთვის სულ უფრო მეტად საინტერესო ხდება. ფერმერობა ადვილი არაა, ფერმერს მეწარმეობის ყველა რისკთან ერთად, ბუნებრივ რისკებთან გამკლავებაც უხდება, ამიტომ ფერმერობა არის საკმაოდ რთული და ამას დიდი სიმამაცე და სითამამე სჭირდება. მადლიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად მიწევს საქმის კეთება",- განაცხადა ლევანდავითაშვილმა.


ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდა.ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) მიერ შემუშავებული წიგნის „მეცხოველეობა-მეფრინველეობა - წარმოების ტექნოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის გამოცემა ფონდის „კონსტანტა“ და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.


მსგავს თემაზე:

სოფლის მეურნეობას საქართველოში FAO €2 მლნ-ით დააფინანსებს



სხვა სიახლეები