• Ƀ/$

სამცხე-ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

23 მაისი 16:25 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს მთავრობა სამცხე-ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს აფართოებს, - აღნიშნული საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემა განვითარდება და მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდება.


„ამ საკითხზე ძალიან დიდხანს ვმუშაობდით. იყო პერიოდი, როდესაც ეს უნიკალური ნაკრძალი  განადგურების პირას იყო და  დაცვასა და რეალური ნაბიჯების  გადადგმას  მოითხოვდა. მე ვსაუბრობ სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემის განვითარებაზე. ვინც ყოფილა ამ ულამაზეს კუთხეში, ყველა დამეთანხმება, რომ ამ რეგიონს აქვს უნიკალური ტურისტული პოტენციალი, რომელიც არ არის გამოყენებული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დაცული ტერიტორიების მოცულობა გაიზრდება ამ მიმართულებით და ჩვენ იქ მნიშვნელოვან აქტივობებს ვგეგმავთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 


მსგავს თემაზე:

სანავიგაციო სისტემაში შესაყვანად სამცხე-ჯავახეთში გეოგრაფიული პუნქტები აღწერეს


საქართველოს დაცული ტერიტორიები შესაძლოა, იუნესკოს სიაში მოხვდეს


დაცული ტერიტორიების ფართობი 190 00 ჰა-ით გაიზრდება



სხვა სიახლეები