• Ƀ/$

ანკარა ირანულ გაზზე უარს ამბობს?

23 მაისი 16:51 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ოფიციალური ანკარა ირანიდან გაზის იმპორტს აღარ განახორციელებს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იავუზ სელიმ კირანიმის ხელმძღვანელობით აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი დელეგაციიდან გახდა ცნობილი.

„ჩვენ, როგორც ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეები, არ ვაპირებთ სანქციების პირობების დარღვევას“, - უთხრა სააგენტო NEWSru.co.il–ს დელეგაციის წევრმა, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.


თურქეთი ერთ-ერთია იმ რვა ქვეყნიდან, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დროებით ნება დართო, შეესყიდათ ირანული გაზი. ზემოხსენებული ვადა 2 მაისს ამოიწურა.


თურქული დელეგაცია აშშ-ში „ნატოს“ ორ მოკავშირე სახელმწიფოს შორის კრიზისის დასაძლევად ჩავიდა. სტუმართა საკმაოდ მოკრძალებული სტატუსის მიუხედავად, ისინი ამერიკის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდნენ.


მსგავს თემაზე:

გაებმება თუ არა საქართველო რუსეთ-ირანის ბუნებრივი გაზის აბლაბუდაში?


ირანზე ამერიკის ზეწოლა ახალ მასშტაბებს იძენს



სხვა სიახლეები