• Ƀ/$

სესხის ამოღების წესში ცვლილებები შედის

23 მაისი 17:32 | ფინანსები

სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, ეროვნული ბანკი "ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის" პროექტს აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში, მომხმარებლების უფლებების დაცვის ჩარჩოს სრულყოფის, ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან მიახლოების მიზნით, ბაზარზე არსებული პრობლემების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის ამოქმედებას გეგმავს.


კოდექსის მიზანია ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებისას მომხმარებლებთან ურთიერთობის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებული წესებისა და ჩვევების დამკვიდრების ხელშეწყობა. 


დოკუმენტი ითვალისწინებს ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულებას სესხის/კრედიტის ამოღების პროცესში დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები და იმოქმედოს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოთხოვნების შესრულება კოდექსის დამტკიცების შემდეგ სავალდებულო იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის, მათ შორის, სესხის გამცემი სუბიექტისათვის.


პროექტის ხილვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე


მსგავს თემაზე:

საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს


დაკრედიტების მოცულობა 317 მლნ-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები