• Ƀ/$

ლუკაშენკო რუსული ნავთობის ალტერნატივას ეძებს

23 მაისი 18:07 | ეკონომიკა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ყაზახეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, გააქტიურონ მოლაპარაკებები, მინსკისთვის ნავთობის მიწოდების თაობაზე.

წელს ჩვენ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მოდერნიზაციის ძირითად ეტაპს დავასრულებთ და მარტივად შეგვეძლება შევიძინოთ მსოფლიო ბაზარზე არსებული ნავთობი. ამასთან დაკავშირებით უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გვსურს გავააქტიუროთ ყაზახეთიდან ნავთობის მოწოდება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.


სახელმწიფოს მეთაურის თქმით, იგი ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს ბელარუსსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების წარმოებაში და მინსკი დივერსიფიცირებული წყაროებიდან ნავთობ-ნედლეულის მიღებაზეა ორიენტირებული.


ბელარუსში ყაზახეთის ელჩთან, ერმუხამეტ ერტისბაევთან შეხვედრის დროს, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ისინი აქტიურად ეძებენ ალტერნატივებს და ამაში ნურ-სულთანიც მოიაზრება. ამ სფეროში ორ ქვეყანას შორის პრობლემები არ არსებობს. აქ გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორი, რომელიც „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ წევრია.


მე ვფიქრობ, რომ ჩვენთან საკმაოდ დაახლოებულ სახელმწიფოსთან (რუსეთთან) შევძლებთ მოლაპარაკებებს ყაზახეტიდან ნავთობის მიწოდებაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.


იგი იმედოვნებს, რომ ორი სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობები შენარჩუნდება და მათ შორის სავაჭრო ბრუნვა მხოლოდ გაიზრდება.


აპრილის შუა რიცხვებში ოფიციალურმა მინსკმა, რუსეთიდან მომდინარე ნავთობმაგისტრალ „მეგობრობიდან“ დაბალი ნაკადის მიწოდების შესახებ განაცხადა. შესაბამისად, ევროპის მიმართულებით ნედლეულის გადატანა შეჩერდა, ხოლო ადგილობრივმა საგამოძიებო კომიტეტმა ამ თემასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით აღძრა.


გავრცელებული ვერსიით, დამნაშავეთა ჯგუფმა, სამარის რაიონის სოფელ ნიკოლაევკასთან ნავთობსადენი დააზიანა, ნავთობის არაკანონიერად მითვისების მიზნით. დამნაშავეებმა მათი ქმედება ისე შენიღბეს, თითქოს ნავთობის ნაკადის შემცირება უხარისხო პროდუქტმა გამოიწვია.


მას შემდეგ ნავთობმაგისტრალზე ჯერ კიდევ ვერ აღდგა სრული მიწოდება და რუსული მხარის მტკიცებით, ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს.


სხვა სიახლეები