• Ƀ/$

მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ტექინსპექტირება მოძრავი უნივერსალური ხაზებით განხორციელდება

23 მაისი 18:37 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს 11 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში სატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირება მოძრავი უნივერსალური ხაზის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

"მთელი საქართველოს მასშტაბით ავტომფლობელებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ხელმისაწვდომია როგორც სტაციონარულ ხაზებზე, ასევე მობილური ხაზების მეშვეობით", - განაცხადეს სსიპ აკრედიტაციის ცენტრში.


დღეისთვის საქართველოში ფუნქციონირებს 41 პერიოდული ინსპექტირების ცენტრი, რომელთაც გააჩნიათ 97 ხაზი მსუბუქი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, 34 უნივერსალური ინსპექტირების ხაზი, რომელზეც ხდება, როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო კატეგორიისთვის და 6 ხაზი - მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.


როგორც აკრედიტაციის ცენტრში განაცხადეს, აღნიშნულის გარდა, ავტომფლობელებს ქედის, შუახევის, ხულოს, ადიგენის, ასპინძის, ყაზბეგის, თიანეთის, მესტიის, ცაგერის, მარტვილისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სამი მოძრავი უნივერსალური ტექნიკური ინსპექტირების ხაზის მომსახურებით.


ეს ხაზები გადანაწილებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით ისე, რომ ყველა რეგიონში მცხოვრები ავტომფლობელისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და მაქსიმალურად კომფორტული იყოს ავტომობილის ტექინსპექტირების გავლა.


სხვა სიახლეები