• Ƀ/$

ლარის კურსმა 2.78-ს გადააჭარბა

24 მაისი 11:15 | ფინანსები

ლარი კვირას გაუფასურებით ამთავრებს. პარასკევს, 24 მაისს, თბილისის დროით 11:00 სთ-ზე Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე დოლარის ღირებულებამ, პირველად 2016 წლის დეკემბრის შემდეგ 2.78-ს გადააჭარბა.

წლის დასაწყისში დოლარის ღირებულება 2.6727-ს შეადგენდა. 19 თებერვლამდე კურსი 2.6404-მდე გამყარდა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-თებერვალში სებმა სავალუტო ბაზარზე 9 ინტერვენცია განახორციელა და ჯამში ბრუნვიდან $135 მლნ ამოიღო.


24 მაისის ოფიციალურ კურსს 2.7799 შეადგენს. ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო 3 თვეში 5.3%-ით გაუფასურდა.


ლარის ოფიციალური კურსი ყველაზე მაღალი 2016 წლის 22 დეკემბერს დაფიქსირდა, როდესაც $1-ის ღირებულებამ 2.7846 შეადგინა. ამის შემდეგ იმავე წლის 23 დეკემბრის გარდა, კურსი 2.77-ს აღარ გადასცდენია.


სხვა სიახლეები