• Ƀ/$

ლარი მკვეთრ რყევებს განიცდის

24 მაისი 12:24 | ფინანსები

რეკორდული გაუფასურების შემდეგ ლარი მოულოდნელად მკვეთრად 5.62 თეთრით გამყარდა და დოლარის ღირებულებამ Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 2.7263 შეადგინა, თუმცა მალევე კვლავ 2.7795-მდე გაუფასურდა. 

კურსთან დაკავშირებით კომენტარი მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმაც გააკეთა და მის ცვალებადობას ჯანსაღი პროცესი უწოდა.  „ლარი სტაბილურ ვალუტას წარმოადგენდა ამ პერიოდის განმავლობაში. ის რყევები, რომელიც ახლა ფიქსირდება, ძირითადად არის ჯანსაღი პროცესის ნაწილი. თუ გსურთ, რომ საქართველო იყოს თავისუფალი ღირებულებების ჯაჭვის წევრი, დადგენილი თავისუფალი მცურავი კურსი უნდა იყოს სწორი გადაწყვეტილება. ამ პირობებში კონტროლი და ჩარევა კურსის დარეგულირებაში არ იქნება გამართლებული.“ აღნიშნა მერსი ტემბონმა „ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის” გახსნის ღონისძიებაზე.


ბოლო 3 თვეში ლარი დოლართან მიმართებაში 5.3%-ით გაუფასურდა და ამჟამად 2016 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.


სხვა სიახლეები