• Ƀ/$

გიორგი ხანიშვილმა ფრანგ კოლეგებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

24 მაისი 18:11 | ეკონომიკა

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის დარგობრივი განათლების და კვების მრეწველობის კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„საფრანგეთის მხარის ფინანსური კონტრიბუცია მესაქონლეობის, ხორბლის წარმოების და კოოპერაციული მეურნეობების განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. საფრანგეთი ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის ილ დე ფრანსის რეგიონული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ჟერომ შარტიესთან და საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, პასკალ მენიესთან გამართულ შეხვედრაზე.


გიორგი ხანიშვილმა ჟერომ შარტიეს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო და ყურადღება დარგის პრიორიტეტულობის საკითხზე გაამახვილა.
„საფრანგეთს მდიდარი ეკონომიკა აქვს, თუმცა, საქართველო მდიდარია წარმატების მიღწევის პოტენციალის მქონე ადამიანებით. ჩვენი დიდი სურვილია, აგრარული დარგის განვითარებით საქართველოს დავეხმაროთ უკეთესი ეკონომიკის მშენებლობაში“, - განაცხადა ჟერომ შარტიემ.


ჟერომ შარტიემ დაადასტურა ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის საკითხი და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.


მსგავს თემაზე:

სოფლის მეურნეობის მინისტრმა IFAD მმართველი საბჭოს 42-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა


მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ლარის რყევებს ჯანსაღი პროცესის ნაწილად მიიჩნევს



სხვა სიახლეები