• Ƀ/$

როდის გაუსწრებს ჩინეთი აშშ-ს?

25 მაისი 14:12 | ანალიტიკა

აშშ-ის ეკონომიკა XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხდიდან მოყოლებული  ყველაზე დიდია მთელს პლანეტაზე, თუმცა თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა 20-იან წლებში აშშ-ის საუკუნენახევრიან პირველობას წერტილს ჩინეთი დაუსვამს.

1978 წელს, ხელისუფლებაში დენ სიაო პინის მოსვლამდე და მასშტაბური ეკონომიკური რეფორმების დაწყებამდე უზარმაზარი, 960 მლნ-იანი ჩინეთის ჯამური ეკონომიკა $150 მლრდ-ს შეადგენდა, მე-12 ადგილს იკავებდა და მას ტერიტორიით საქართველოზე პატარა ნიდერლანდებიც კი ასწრებდა. იმ დროს აშშ-ის ეკონომიკა $2.36 ტრლნ-ს ანუ 15.7-ჯერ მეტს შეადგენდა.


ვითარების რადიკალური ცვლილება 80-იანი წლებიდან დაიწყო. დენ სიაო პინმა ეტაპობრივად კერძო საკუთრება ლეგალური გახადა. იაფი მუშახელის გამო მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა წარმოება ჩინეთში გადაიტანეს. გაჩნდა ისეთი ქალაქი როგორიცაა შენჯენი, სადაც ეკონომიკური ზრდა წლიურ 40%-ს აღწევდა. 1997 წლიდან ჩინეთს ჰონკონგი, ხოლო 1999 წელს მაკაუ გადაეცა. ყოველივე ამის შედეგად ჩინეთმა ჯერ იტალიას, შედეგ ბრიტანეთსა და საფრანგეთს, 2008 წელს უკვე გერმანიას 2010 წელს კი იაპონიასაც გაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა. გამოწვევად 1-ლი ადგილი რჩება რომელიც სავარაუდოდ 2030 წლამდე მიიღწევა. Bloomberg-ის მონაცემებით 2018 წელს აშშ-ის მშპ-მ $20.5 ტრლნ-ს მიაღწია, ჩინეთისამ $13.4 ტრლნ-ს. არსებული ეკონომიკური ზრდის პირობებში 2029 წელს ორი ქვეყნის ეკონომიკა $25.5 ტრლნ-იან ნიშნულზე უნდა გათანაბრდეს, 2030 წლიდან კი ჩინეთის დომინირება დაიწყოს. 2040 წელს ჩინეთის ჯამურმა ეკონომიკამ შეერთბული შტატებისას 1.5-ჯერ უნდა გადააჭარბოს და $48 ტრლნ-ს მიაღწიოს.



იმ დროს როცა ჩინეთი #1 ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდება, ის უკვე აღარ იქნება მოსახლეობის მიხედვით პირველი, რადგან მას 2025 წელს ჩინეთი გადაუსწრებს.


ეკონომიკურ სიძლიერესა და პოლიტიკურ გავლენას შორის კორელაცია არსებობს, თუმცა არა პირდაპირი კორელაცია. შეერთებულმა შტატებმა ბრიტანეთს ეკონომიკის მოცულობით 1880 წელს გაუსწრო, თუმცა რეალური პოლიტიკური პირველობა მხოლოდ 40 წლის შემდეგ პირველი მსოფლიო ომის დასრულებისას მოიპოვა. დღეს იაპონიის, გერმანიის, ბრიტანეთისა და საფრენგეთის ეკონომიკა რუსეთისას აღემატება, თუმცა რუსეთის გავლენები მაინც უფრო მეტია. გარდა ამისა ევროპა კულტურულად და მენტალურად ბევრად უფრო ახლოა აშშ-ისთან ვიდრე ჩინეთთან. ენობრივი ბარიერი შესაძლოა ტექნოლოგიებით დაიძლიოს, მაგრამ ჰოლივუდის ჩანაცვლება ჩინური ანალოგით მაინც გაჭირდება. 2040 წლისთვისაც 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი ჩინეთში აშშ-ის მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლები იქნება. საშუალოვადიან პერიოდში ჩინეთს უფრო მეტი შანსი აქვს პოლიტიკური გავლენითა და სამხედრო სიძლიერით რუსეთი ჩაანაცვლოს ვიდრე აშშ.


მსგავს თემაზე:

შენჯენი - ჩინეთის სილიკონის ველი


ჰონკონგი და მაკაუს 55-კილომეტრიანი ხიდით დაუკავშირდა


12.5 მლნ-იან შენჯენში მხოლოდ ელექტროავტობუსები მოძრაობენ


ჩინეთის 35 ქალაქში მეტროპოლიტენი ფუქნციონირებს, კიდევ 11-ში 2023 წლამდე გაიხსნება


ჩინეთში თავის ტვინის ოპერაცია 5G ინტერნეტით 3000 კმ-ს მანძილიდან ჩატარდა


ჩინეთში Wikipedia დაბლოკეს



სხვა სიახლეები