• Ƀ/$

შანხაი პეკინს 600 კმ/სთ სიჩქარის მატარებლით დაუკავშირდება

1 ივნისი 15:49 | ტექნოლოგიები

ჩინეთი, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტრილიონობით დოლარს არ იშურებს მაგლევის ტიპის 600 კმ/სთ სიჩქარიანი რკინიგზის განვითარებას გეგმავს.

ჩინეთის სახელმწიფო კომპანია China Railway Rolling Stock Corporation ტესტირებას 2021 წლამდე გააგრძელებს, შემდეგ კი წარმოებაზე გადავა. რის შემდეგაც შანხაიდან პეკინამდე მატარებლით ჩასვლა 3.5 საათში გახდება შესაძლებელი. ამ ორ ქალაქს შორის პირდაპირი საჰაერო მანძილი 1070 კილომეტრია, სახმელეთო კი 1210 კმ.


პეკინი, გარდა იმისა, რომ ქვეყნის დედაქალაქი და შესაბამისად ადმინისტრაციული ცენტრია, 22 მლნ მაცხოვრებლით ჩინეთის მასშტაბითაც კი დიდია, თუმცა მას უკვე 26 მლნ-იანი შანხაი აჭარბებს, სადაც ასევე მდებარეობს პლანეტის უდიდესი პორტი, რომელიც 2018 წელს 42 მლნ კონტეინერს მოემსახურა.


რაც შეეხება თავად მატარებელს 600 კმ/სთ მისი მაქსიმალური სიჩქარე იქნება, საშულო სიჩქარე კი 345 კმ/სთ-მდე მცირდება.


სიჩქარის რეკორდი 603 კმ/სთ იაპონიას ეკუთვნის, რომელიც 2015 წლის შემდეგ არავის გაუუმჯობესებია.


603 კმ/სთ ზღვარი არ არის. ე.წ. hyperloop ტექნოლოგიით 1128 კმ/სთ-ს მიღწევაც შესაძლებელი ხდება. მაგლევის სისწარაფის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ის რელსებიდან აწეულია და ხახუნის წინააღმდეგობა შემცირებულ;ია. Hyperloop-ის გვირაბში კი ჰაერიც ამოტუმბული იქნება, რაც მატარებლის სიჩქარეს ბგერის სიჩქარესთან - 1230 კმ/სთ მიაახლოვებს. თუმცა არსებობს კიდევ ერთი, ბევრად უფრო თამამი იდეა, რომელიც ატლანტიკის ოკეანეში, ზედაპირიდან 100 მეტრის სიღმეზე 5000 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას ისახავს მიზნათ, სადაც მატარებელმა მანძილი 1 საათში უნდა დაფაროს და მისმა მაქსიმალურმა სიჩქარემ 8000 კმ/სთ-ს მიაღწიოს.


მსგავს თემაზე:

მატარებლის ისტორია, ორთქმავლიდან ჰიპერ-ლუპამდე


ლონდონიდან ნიუ-იორკამდე წყალქვეშა გვირაბის გაყვანას ფინანსებისა და ტექნოლოგიების უქონლობა აფერხებს


ბაქო-თბილისი-ანკარას სამგზავრო მატარებელი კურსირებას აგვისტოდან იწყებს



სხვა სიახლეები