• Ƀ/$

ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელი 27 მაისს მოეწერება

27 მაისი 10:35 | ტექნოლოგიები

ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით 27 მაისს 12:00 სთ-ზე მთავრობის ადმინისტრაციაში მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართება.

მემორანდუმებს ხელს აწერენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, ქართულ კომპანია „აი გრუფს“ და ჩინურ კომპანია „ჩანგანს“ შორის.


პროექტის თანახმად, კომპანია „აი გრუპი" ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება.


ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეგიონში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება.


მსგავს თემაზე:

ელექტრომობილების ინდუსტრიაში გერმანია $45 მლრდ-ს ინვესტირებას მოახდენს


ელექტრომობილების ხაზს Audi-ც აფართოებს


ირლანდიაში ელექტრომობილების გაყიდვები 541%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები