• Ƀ/$

დეპოზიტების მოცულობამ 23.1 მლრდ-ს მიაღწია

27 მაისი 18:51 | ფინანსები

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი მაისისათვის 23.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 14.1 მლნ ლარით, ანუ 0.1 პროცენტით მეტია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

აპრილში, წინა თვესთან დეპოზიტების მოცულობა 34.3 მლნ ლარით, ანუ 0.3 პროცენტით შემცირდა. ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 48.5 მლნ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით გაიზარდა.


დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 38.27 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.12 პროცენტული პუნქტით.


ვადიან დეპოზიტებზე საბაზრო საპროცენტო  განაკვეთმა 5.5 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.3 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.9 პროცენტი.


უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.1 პროცენტი შეადგინა.


მსგავს თემაზე:

ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი I კვარტალში 104.8%-ით შესრულდა



სხვა სიახლეები