• Ƀ/$

დაკრედიტების მოცულობა შემცირდა

27 მაისი 19:13 | ფინანსები

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2019 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით 104.3 მლნ ლარით (0.4 პროცენტით) შემცირდა და პირველი მაისისათვის 26.7 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 120.7 მლნ ლარით (1.0 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 225.0 მლნ ლარით (1.5 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით).


რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 8.3 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 1.9 პროცენტით ნაკლები).


2019 წლის აპრილის  განმავლობაში 0.7 პროცენტით ანუ 101.5 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 14.2 მლრდ ლარი შეადგინა.


მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.92 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი აპრილის  მდგომარეობასთან  შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.62 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.71 პროცენტული პუნქტით).


მსგავს თემაზე:

დეპოზიტების მოცულობამ 23.1 მლრდ-ს მიაღწია


საბანკო აქტივების მოცულობამ 40 მლრდ-ს მიაღწია



სხვა სიახლეები