• Ƀ/$

გადაიქცევა თუ არა სტამბოლი მსოფლიო საფინანსო ცენტრად?

27 მაისი 19:19 | ფინანსები

თურქეთის ხელისუფლებას სტოამბოლის მსოფლიო საფინანსო ცენტრად გადაქცევა სურს. ამის შესახებ სააგენტო ანადოლუ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საფინანსო ოფისის ხელმძღვანელზე გექსელ აშანზე დაყრდნობით წერს.

მაღალჩინოსნის თქმით, სტამბოლის საფინანსო ცენტრის გახსნა 2022 წელს იგეგმება და მის მიმართ ინტერესი უკვე გამოხატეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა და ლონდონმა.

თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სტამბოლის საფინანსო ცენტრის ძირითად ნაწილს საფინანსო ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანიები დაიკავებენ.

საფინანსო ცენტრის გარდა ხელისუფლება სტამბოლში „მსხვილ საფინანსო ტექნოპარკსაც“ შექმნის, რომელიც სტარტაპებზე იქნება ორიენტირებული.


სხვა სიახლეები