• Ƀ/$

Asus-ის ახალ i9 პროცესორიან ZenBook-ს 4K გარჩევადობის 2 ეკრანი ექნება

1 ივნისი 13:00 | ტექნოლოგიები

თუ ტელევიზორები უკვე თითქმის მთლიანად 4K გარჩევადობაზე გადავიდა, ლეპტოპებში საქმე სხვაგვარადაა და პრემიუმ კლასის წარმომადგენლების ნახევარზე მეტი ისევ FULL HD-ს სჯერდება, თუმცა ტენდენცია აქაც იცვლება. 

Asus ერთ-ერთია იმ მცირეთაგან რომელიც 4K გარჩევადობის ეკრანის მქონე ლეპტოპებს უშვებს. კომპანია ხაზის გაფართოებას გეგმავს და მეტიც, სენსორული ეკრანი კლავიატურის ნაწილზეც გადააქვს. ღილაკების წილი სმარტფონების შემდეგ ახლა უკვე ლეპტოპებშიც მცირდება.


კომპანიამ ახლახანს წარადგინა ZenBook, რომლის ეკრანის ტიპიც OLED ტექნოლოგიას განეკუთვნება, გარჩევადობა 4K-ს შეადგენს და Macbook Pro with Touch Bar-ს პიქსელების რაოდენობით 32-ჯერ აჭარბებს.


კლავიატურის მხარეს, კლავიატურა ფართობით ნახევარზე ნაკლებს იკავებს. მისი წინა ნაწილი ე.წ. სქრინპადს ასევე 4K გარჩევადობის ეკრანს უკავია, სადაც როგორც სპეციალური სტილუსით ასევე ხელის მოძრაობიღ შესაძლებელია დახატვა, ჩანაწერების გაკეთება, სხვადასხვა სახის თამაში და თუნდაც მასზე ფორტეპიანოს კლავიშების გამოსახვა და დაკვრა.


სხვა დეტალური მონაცემები ცნობილი არ არის, თუმცა ზენბუქი უახლეს i9 პროცესორზე იმუშავებს, რაც უკვე ყველაფერს ამბობს. სავარაუდო ოპერატიული მეხსიერება 16 GB ან 32 GB იქნება.  


მსგავს თემაზე:

დასაკეცი ტელევიზორი LG-სგან


SAMSUNG-მა MicroLED ტელევიზორი წარადგინა



სხვა სიახლეები