• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 50 მლნ ისესხა

28 მაისი 13:25 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 28 მაისს  50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ორმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 105 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.990 პროცენტით, მაქსიმალური 7.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.036 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 7.000 პროცენტს შეადგინა. კუპონის გადახდა  წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.


მსგავს თემაზე:

ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა



სხვა სიახლეები