• Ƀ/$

5G ინტერნეტი რეკორდს ინვესტიციების მოცულობითაც მოხსნის

28 მაისი 18:01 | ტექნოლოგიები

5G ინტერნეტი ქვეყნის მასშტაბით ჯერ მხოლოდ კორეაში, ასევე აშშ-ისა და ჩინეთის რამდენიმე ქალაქშია გაშვებული, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოები მთელ მსოფლიოში აქტიურ რეჟიმში გრძელდება. 

იმის გათვალისწინებით, რომ 5G სისწრაფით 4G-ს დაახლოებით 50-ჯერ, ზოგ შემთხვევაში კი 100-ჯერაც აღემატება და მას სხვა დამატებითი უპირატესობებიც გააჩნია, ტექნოლოგიის მიმართ დაინტერესება საკმაოდ დიდია, რის გამოც 2019 წელს ის შეიძლება ყველაზე ინვესტირებადი სფერო გახდეს.


2018 წელს ნავარაუდევი იყო, რომ 2025 წლამდე 5G ინდუსტრიაში $225 მლრდ-ს ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა დიდი ალბათობით ეს რიცხვი გაიზრდება. ყველაზე მეტი თანხა კი მაინც ქსელის განვითარების საწყის ეტაპზე  2019-2021 წლებში დაიხარჯება.


5G ინტერნეტის მეშვეობით FULL HD ფილმის ჩამოწერას რამდენიმე წამი სჭირდება, 4K-ს რამდენიმე წუთი, როცა დღეს ეს დრო 1 საათს, აღემატება, თუმცა ეს კიდევ არაა მთავარი უპირატესობა. ნივთების ინტერნეტი 5G-ზე დგას, რომელიც თავის მხრივ უპილოტო ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მეგაპოლისში მოძრავმა მილიონობით ავტომობილმა რეალურ დროში, წამის მეასედის დაყოვნების გარეშე ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა უნდა შეძლონ, რასაც სრულიად ახალი მასშტაბის გამტარუნარიანობა და სისწრაფე სჭირდება.


მსგავს თემაზე:

5G - მეტი ვიდრე მობილური ინტერნეტი 2020 წლიდან


ტრამპს 5G აღარ აკმაყოფილებს, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი 6G ინტერნეტს ითხოვს


ჩინეთში თავის ტვინის ოპერაცია 5G ინტერნეტით 3000 კმ-ს მანძილიდან ჩატარდა


ოლიმპიური თამაშები 5G ინტერნეტით, 8K ტელევიზიითა და სმარტფონებისგან დამზადებული მედლებით



სხვა სიახლეები