• Ƀ/$

ლარის კურსი 2.79-საც გადასცდა

29 მაისი 11:01 | ფინანსები

ლარი რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს. ოთხშაბათს, 29 მაისს თბილისის დროით 10:30-ზე Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე $1-ის ღირებულებამ 2.7923-ს მიაღწია.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი 2.7876-ს შეადგენს, რაც ლარის არსებობის ისტორიასი ყველაზე მაღალი ნიშნულია. წინა რეკორდი 2016 წლის 22 დეკემბერს დაფიქსირდა, მაშინ აშშ დოლარი 2.7846 ღირდა.


წლის დასაწყისში დოლარის ღირებულება 2.6727-ს შეადგენდა. 19 თებერვლამდე კურსი 2.6404-მდე გამყარდა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-თებერვალში სებმა სავალუტო ბაზარზე 9 ინტერვენცია განახორციელა და ჯამში ბრუნვიდან $135 მლნ ამოიღო.


ბოლო 4 თვეში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 5.7%-ით გაუფასურდა.


სხვა სიახლეები